суббота, 24 апреля 2010 г.







1) პროექტის სახელი: ქართული სამზარეულო
2)პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან ქართულ სამზარეულოს;სადღესასწაულო მაგიდის გაშლას და მის მორთვას.
3)პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად. ჯგუფში იქნება 5 მოსწავლე.თითოეულ ჯგუფს ჩავაწერინებ რეცეპტებს.მოსწავლეები კარგად შეისწავლიან ჩაწერილ რეცეპტებს ე.ი.თეორიულ მასალას.ხოლო უკვე გადავლენ პრაქტიკულ სამუშაოზე.1)ფქვილოვანი ნაწარმის მომზადება;2)ფხალეულის მომზადება;3)საკონდიტრო ნაწარმის მომზადება;4)ხორციანი კერძების მომზადება;5)ცივი და ცხელი სასმელების მომზადება.
4)მონაწილეთა ასაკი:17
5)ვადები/ხანგძლივობა:2 თვე
6)პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მოსწავლეები მოიძიებენ შესაბამის მასალას ინტერნეტში.მოეწყობა ექსკურსიები,რათა გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამზარეულოს.
7)მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას: რაც შეხება შედეგებს მოსწავლეები შეისწავლიან ქართული კერძების მომზადებას.სკოლის დამთავრების შემდეგ ისინი,რომლებიც არ აგრძელებენ სწავლას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში შეუძლიათ დაიწყონ მუშაობა სხვადასხვა კვებით საწარმოებში,ხოლო ვინც აგრძელებს სწავლას მათ შეუძლიათ სასწავლო საათების დამთავრების შემდეგ შეთავსებით იმუშაონ ასეთ საწარმოებში.მათ შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ საზღვარგარეთ ქართულ კვებით საწარმოებში.მაგ.რესტორნებში.
8)სარგებელი სხვებისთვის: ეყოლებათ მაღალ კვალიფიციური ახალგაზრდა მზარეულები,როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.მაგ.ქართულ რესტორნებში.
9)სამუშაო ენა:ქართული
10)მონაწილეები სხვა სკოლიდან:არ არის
11)საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:გამოყენებითი ხელოვნება.
12)პროეტის ფასილიტატორი:მარიეტა ფარცხალაძე
13)ფასილიტატორის ელ–ფოსტა:mpartskhaladzemailto:mpartskhaladze2010@gmail.com
14)პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:www.mpartskhaladze2010@gmail.com